Зарубежная поэзия · На грузинском языке

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად

Зарубежная поэзия О РодинеО творчестве
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

ვნახე სამოთხე ამ ქვეყნად,
რა ტურფა სანახავია;
ხელთ მეპყრა კონად შეკრული
ჩემის სამშობლოს სახია;
არც თავი უჩანს, არც ბოლო,
ასე ვის მოუჩმახია?!
მაგრამ ტურფაა, - გამოსჭვირს
შიგ სახე საქართველოსი:
მთა, ტყე, მდინარე, ყვავილი
მშობელი მიწის მდელოსი;
შიგ ჩაქსოვილა გმირთ სახე,
მამა-პაპათა ქველობა, -
სისხლი და ოფლი ერთურთში,
ხმლითა მამულის მცველობა
და ჩემის სატრფიალოსი
ჟამთ იქით ძველის-ძველობა.
ვნეტარობ ნეტარებითა,
ვერ ვძღები იმის ცქერითა;
ეს კონა გულშიც ჩამერგო
თავ-მოწონებით, მღერითა.
ვინ მომერევა, ვინ მომკლავს
უკვდავს ხედვით და სმენითა?!
შევქმნილვარ ცა-ხმელთა სწორი
ამ ნეტარების თმენითა.
ვლაღობ და ვხარობ ფრიადა
ხელს ჩანგით, პირში ენითა,
აყვავებულის გულისა
აღფრთოვანების კბენითა.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.