ა. მ. ყაზბეგის გასტუმრების გამო
Настройка шрифта
მთასაც ეუწყა ამბავი:
დაკარგვა პირმშო შვილისა.
გამოიღვიძე, ბუნებავ,
დრო აღარ არის ძილისა!
მოგეგებება არაგვი,
ყვავილთ დაგიფენს გზაზედა, -
ხომ იცი, უყვარს დედასა
შვილი დამდგარი ცდაზედა.
გულს გაგიგრილებს ნიავი,
როცა შასდგები მთაზედა.
გაუხარდებათ ქედებსა,
მკვდარს მაინც გნახვენ თვალითა,
უაბჯროდ არ გაგგზავნიან,
წელს შეგიმკობენ ხმალითა.
გიცნობენ თავის ერთგულსა
ცრემლით მორწყულის კვალითა.
ექნებათ დასაბარები, -
შენც დაისწავლი, მგონია, -
ამბავი იმათ ყოფნისა,
ამბავი დასაღონია.
ახლოს გყავს ბერი მყინვარი,
ქედ-მოუხრელი გმირია;
ის განუგეშებს, მხოლოდ ის, -
რჯული არ გაუწირია.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/a-m-qazbegis-gastumrebis-gamo/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.