ელეგია
Настройка шрифта
როგორღაც ვხედავ სიზმრებსა,
გულო, დაჰრჩები ტიალად,
ლამის რომ შენი ნაგრძნობი
შენვე დაგაჩნდეს ზიანად.
დაბნელდეს მაშინ სამყარო
თავის მთვარით და მზიანად.
ვაჰმე, რა ძნელი იქნება
მაშინ სიცოცხლე ჩემთვინა:
მემრის დღეებთან დავსწყევლი,
რაც მიცოცხლია დღემდინა.
რად მინდა, რადა, სიცოცხლე
მოწამლულისა გულითა,
ვიცხოვრო ქვეყანაშია
გადაგდებულის რჯულითა?!
მოდით, დამკალით მაშინა,
თავი მომჭერით ცულითა!
სადა ხარ, მამაპაპურო
ანდერძო ჯავშნიანაო,
გამოდეგ სამარის კარსა,
აჩრდილო მკლავიანაო,
ჩამბერე სული მაგარი,
სამშობლოვ მწვანიანაო!
ვერ მომკლავ, ჟამო ბედკრულო, -
ხელში მიპყრია დანაო,
თუ გავსტყდე, შხამად შამერგოს
დედის ძუძუ და ნანაო;
იცოცხლე, გულო შენ ჩემო,
ტანჯულო, ქალმნიანაო.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/elegia/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.