Зарубежная поэзия · На грузинском языке

გამამერია ჭაღარა

Зарубежная поэзия О жизниГрустные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

გამამერია ჭაღარა,
სევდამაც გულში იმატა;
ნუგეშმა ზურგი მაქცია
და პირი მოიკვიმატა.
სიყრმისა დღენი წავიდნენ -
სხივები დილის მზისაო,
თან-თან ბინდდება ნათელი
ჩემის სიცოცხლის გზისაო.
მე წავალ, აქვე დარჩება
ქედი მაღლისა მთისაო;
სხვა ყველა ცვალებადია,
უცვალებია ისაო.
ცოცხალთ თვალთ სალაღობელი
როგორ ამაყად ზისაო!
ვაჰ, რომ წესია: არ ესმის
სხვასა ტკივილი სხვისაო!
იქ მუდამ ქარი უბერავს
და დაძრწის ჯოგი მგლისაო.

გავიგე, მთაო, გავიგე
გულის პასუხი შენია:
„კაცი ის არის, ვისც ჭირში
ერთხელ არ დაუქშენია;
იმას სხვა გასთიბს, სხვა მოსძოვს,
ჭმუნვა არ დაუჩენია;
უფლისა მსგავსად იქცევა,
მით უფალს გაუჩენია“.
ამას დამძახის მუდამ ჟამს
ეგ შენი სახე მჭმუნვარე;
მეც შენსა შემაცქერალსა
თვალთაგან მომდის მდუღარე;
ცა მახურია თავზედა,
მეხის მსროლელი, მჭეხარე.
მომლოდინე ვარ ბედისა,
გულ-დაკოდილი, მწუხარე.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.