Зарубежная поэзия · На грузинском языке

ვერას დამაკლებ, ვარამო

Зарубежная поэзия О жизниКороткие стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

ვერას დამაკლებ, ვარამო,
რა გინდ გულს მჭიდო ბჯღალები,
თუ შენ მე დამაძაბუნო,
ნუმც მიტირებენ თვალები,
ღრუბლებში ელვად მნათობნი,
ხან-კი მიბჟუტვით მქრალები!

მიყვარხარ გულზე მწოლარი
ობლის საფლავის ქვებურა...
დაგლევ და დაგლევ, ვარამო,
ცივის მთის წყაროს წყლებურა.

ტყუილად იტყვის - კაცი ვარ,
თავზედა ქუდი მხურია, -
ის, ვისაც კარგის საქმისად
ვარამიც არა სწყურია!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.