მთიულის სიმღერა
Настройка шрифта
მზეო, რა ცოტა ხანს გხედავთ,
რა მალევ დაგვემალები!
უცდი მზის ჩასვლას, სიბნელევ,
მოხვალ, თავს დაგვეფარები.
გვიან მოგვიხვალ, ზაფხულო,
მალევე დაგვეთხოვები.
მაღალო სასოვეთ-თავო,
გაგყინავს, დაგვეთოვნები!
მალედავ დასდებს თვირთვილსა,
ფოთოლნი ჩამოცვივიან;
მოდიან გულხელ-დაკრეფით,
ჩამოსვლით ჩამოტირიან.
დასჭკნები, ქალო ლამაზო,
კავები ჩამოგცვივიან.
მაშინ მითხროდენ, შენთვისა
ვინ ნახეს ატირებული?!
მიწად იქცევი, ვაჟკაცო,
წადილით ახირებული.
მამგონედ საფლავს გიჩრდილავს
შამბნარი აყვირებული.
კეთილს თან დასდევს მოსისხლედ
ბოროტი აბირებული!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mtiulis-simghera/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 3
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.