Зарубежная поэзия · На грузинском языке

მწყემსის სიმღერა

Зарубежная поэзия О природеПро веснуО труде
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

დროა შენც მალე ჩამაჰდნე,
თოვლო, რჩომილო გორაზე:
დაიძრა მიწით ყვავილნი,
ამოჩნდენ გროვით-გროვაზე,
ჭალამ გაიძრო კონკები,
ტანთ ირთავს ახლის კაბითა,
მოქუჩდა წერო-საოთი
მინდვრის პირთ გუნდად, ძაბვითა;
საყელოს შაკვრა უხდება
ველ-მინდვრებს მწვანის ძაფითა.
ალაზანიც რო გამწყრალა,
მოსჩქეფს პირს დორბლით, ქაფითა
ამ სატიალემ ზამთარმა
წელი მომწყვიტა ჯაფითა;
მოგიკვდი, ძმაო, მიტირე,
ამდვნის ფითრ-ნეკრის კაფითა.
ვენაცვლე გაზაფხულის სულს, -
ის მარჩენს თავის ძალითა;
თუ არ ის, აივსებოდა
ჭალა საქონლის ძვალითა;
დაიქცეოდა მთა-ბარი
მწყემსების ცოდვა-ბრალითა...

რა გიჭირს, ცხვარო, ტიალო,
ძოვე, ბალახი ხშირია;
ბოტო, გაუძვეღ იქისკე,
სადაც ალაზნის პირია.
მარცხნივ შენ გაჰყევ, ბროლიავ,
მაღლა გეჭიროს ცხვირია.
გაზაფხულია, მუდრაგო,
რასა სთვლემ, რასა სტირია?!
ფხიზლად იყოდი, გენაცვლე,
როგორც ვაჟკაცი, გმირია.
ყურდაუჭრელი არ დაგვხვდეს,
ცხვარს არ გაგვიკრას კბილია.
აქა გყავს თავის პატრონი,
მეც არ მამივა ძილია.
ძმანი ვართ, ბროლავ, მე და შენ,
ერთი გვაქვს ლხინი, ჭირია.
ვაჟანი ჩვენისთანანი,
ჩემო ბროლიავ, ძვირია,
მთისაკეც მოკლედვე წავალთ,
იქ ჯაფა ბევრით მცირია.
აქ ღიჭი არი, ჯაგ-ჯუგი,
უხვად ჩადუნის ძირია, -
ადვილად დაიმალება
ნადირის მავნე ცხვირია…
გულს გაგვინედლებს მთა-ოხრის
ლაღის ნიავის ძგრიალი,
გამონასხლეტი კლდეზედა
ფიცხის მთის წყაროს ჩხრიალი,
გამოსულთ სამეკობროდა
ცას არწივების ტრიალი.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.