Зарубежная поэзия · На грузинском языке

სიმღერა

Зарубежная поэзия О жизниО смерти
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

ვა, რამდენი ყვავის ზაფხულს ახალნი,
არ ვიცოდი ჯავრი დროთა, ავთ ხანი;
ყოველთვის მე ვიყავ მისის იმედით,
არასა ვპყრობდი ჩემთა სითავხედით,
სასმენლად არ მინდოდა.

ბაღად ვიჯდი მასთან, ვისაც ვყვარობდი,
ვარდთა სუნით, ყვავილთ ჭვრეტით ვხარობდი;
არა მაქვნდა კვნესა, ვაი და ვიში,
არცა წარწყმენდისა რიდი და შიში,
ვნაღლობდი არასფერსა!

ცხოვრებასა ჩემსა მით ვატარებდი,
მოყვარესა ჩემსა თავს ვაყვარებდი,
განვსცხრებოდი, ვიშვებდი, ვიხარებდი,
ჯავრთა და სევდათა მე ვიქარვებდი
მას ბაღში შექცევითა!

შამადგომამ მოუწოდა ყინვასა,
სიყვითლესა და ფოთოლთა ცვივნასა;
მამეშალა მე მით წუთი-სოფელი,
გამიცუდდა ყველა მაში მყოფელი,
წამიხდა ჭირნახული.

აყრევინებს ზამთარი ფოთოლთ ხეთა.
უხდენს სიკვდილი კაცთ კარგთა სახეთა!
აწ გაფთხილდით, ვისაცა ჭკუვა გქონდესთ,
რომე არა წარსწყმნდეთ, - სულითა სცხონდეთ, -
ჩემსავით ნუ მოსცდებით.

ვაი მოკლებულსა სიბერით ბრმასა,
ნეტავი მატებულს მოზარდსა ყრმასა!
ბერიკაცი დაღმა მიდის გორვითა,
ყრმა აღმართზედა ყინულზედ ცორვითა,
ბერს უმძიმს, ყრმას მსუბუქ ჩანს.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.