Зарубежная поэзия · На грузинском языке

რას შემომღმუი, მდინარევ

Зарубежная поэзия О семьеГрустные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

რას შემომღმუი, მდინარევ,
რა გზას მიბნელებ, ღამეო?..
ნუ გამხდი, საეშმაკოდა,
საწუთროვ, შამიწყალეო!
ღმერთო, მიშველე, მომხედე,
ბნელი გზა გამინათლეო,
შინ მიმელიან ბალღები,
თვალი უჭირავთ გზაზეო.
ნუ დამიობლებ შვილებსა
ამ ბედკრულს ქვეყანაზეო,
ნუ აატირებ საწყლებსა,
ცრემლი მოუვათ თვალზეო.
ატირდებიან მწარედა
ჩემის სიკვდილის თქმაზეო;
მაცალე, ბედო, იმდენი,
რო გადავიდე მთაზეო.

იქნება ვაკეც დამიხვდეს,
გზა რომ ვიპოვნო სავალი,
რომ შინ მივიდე ცოცხალი,
წყლულს მოვუპოვო წამალი.
იქ დავისვენებ, მხოლოდ იქ,
სხვაგან არა მაქვს შვებაო:
ობლად ვარ უცხოს თემშია,
გული ამიტომ კვდებაო.
მაგრამ ან სახლში რა მინდა -
დედა არ დამიხვდებაო.
ვიჯავრებ, შორით ნაფიქრი
ფიქრები წამიხდებაო:
ლხინის მაგივრად სახლშია
ტირილი დამიხვდებაო,
სადარდო წუთისოფელში
აღარაფერი მრჩებაო.
ბედის ვარსკვლავსაც არ ვგლოვობ,
ჩახდეს, თუ ჩამიხდებაო;
რისათვის ვცოცხლობ, თუ ფიქრი,
ნატვრა არ ამიხდებაო?!
მარტოკას ჩემის ფიქრითა
ან-კი რა გამიხდებაო?!.
ვაი, რომ საიქიოსაც
გინება დამიხვდებაო!..
აქ ჩემი უქმად ცხოვრება
იქ თვალ-წინ დამიდგებაო.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.