ბავშს
Настройка шрифта
ბავში ხარ, „აღუს“ იძახი,
ვერ დახვალ, ვერ დგამ ფეხასა;
დაჰვაჟკაცდები, პატარავ,
იწყებ ულვაშის გრეხასა;
წელზე შეიბამ გორდასა,
ეტრფობი აბჯრის ჟღერასა,
თავსა შეაკლავ, თუ ვინმე
ავად გიხსენებს დედასა.
მშობელი მიწის დარაჯსა
გნახავ მტრისაკენ მზერალსა.
რაკი სცნობს შენსა სიმტკიცეს,
მტერიც დაგაკლებს ვერასა.
გამარჯვებისა ამბავსა
ქართულად იწყებ წერასა,
მაშვრალი, ბრძოლით მოსული,
ჩამოუჯდება კერასა;
გვერდს გისხდებიან სწორები,
ვისმეს თქვენს სუფრულ მღერასა.
იძახებთ „ჰარუნანოსა“,
ზედ დართულს „დელი-დელასა“,
რა რძე მოხუცის ვაზისა
შუბლს შეგიხურებთ ყველასა.
ჰხარობდი, ხარო-ირემო,
თვალი დაუდგეს მელასა!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/bavshs/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.