ზოგი დრო მოვა
Настройка шрифта
(სიმღერა)
ზოგი დრო მოვა, ნისლითა
სულ-გული შამებურება,
არსად ელვაა, არც მეხი,
ჩაბნედით ჩაიხურება.
სულ სხვა ვარ, როცა ღრუბელი
მდუღარედ დაიწურება.
გულისა მწარე ტკივილი
თვალებს დაუწყებს წოვას,-
ელამუნება სასმელად
შავის ფიქრების გროვასა.
როგორც ცა, გამოვიდარებ,
დამიყუჩდება ტკივილი...
თითქოს არა მაქვს საწყრომი,
არა მჭირდება ჩივილი.
მაგრამ სადიდხნო როდია
ეს ამისთანა წამალი...
კვლავ ამეშლება ტკივილი,
მანამ იყივლებს მამალი,
და ისევ ცრემლი, ტირილი,
ისევ ძველი გზა სავალი...
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/zogi-dro-mova/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.