Зарубежная поэзия · На грузинском языке

პასუხად N-ს

Зарубежная поэзия
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

„გული მიკვდება“ - ნუ ამბობ ამას,
გულის სიკვდილი ხომ აუგია?!
იმას მოუკვდეს, ვისც არა უყვარს, -
ვის ჭკვასთან გულიც ზედ წაუგია
და წარბსაც არ ჰხრის, ქედს მაღლა იღებს,
თვისი ცოდვები არ გაუგია.
ამოღებული უსისხლოდ ვაჟკაცს
ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია.
მე არ მიკვდება, უფროც მთელდება
ჩემ გულზე წყლული, ძველი იარა.
ციდამ ხმა მესმის ანგელოზების,
ცამ თვისი აზრი გამიზიარა:
„ბოლო კარგია“ - და ჟრუანტელმა
თავით ბოლომდე ჩამომიარა.
და ამ ხმამ ტკბილმა ახლად დამბადა,
ბნელი კუნჭული გამიმზიანა.
ვერა, ვერ ვიტყვი, რომ აღმაფრენამ
ვითამ მავნო რამ, დამაზიანა.
„დრონი მეფობენ“ - ძველთ ნათქვამია,
და მეც მრწამს ესა, რომ ასე არი.
ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის,
მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი,
დაანიავებს შავთა ღრუბელთა,
მომზიანდება, დადგება დარი
და გაიღება, ერთხელც იქნება,
ბეჩავთათვისცა სამოთხის კარი.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.