Зарубежная поэзия · На грузинском языке

(შემოიარა რუსეთი)

Зарубежная поэзия Смешные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

შემოიარა რუსეთი,
ყოველი კუთხე იმისა.
დღეს სამშობლოში დაბრუნდა,
მზე ამოგვიხდა დილისა.
„ერთ დროს მეც ვიყავ ჭაბუკი“.
- მუდამ ამასა ჰყვირისა:
„თავში მეც მქონდა „პრინციპი“ -
საგზალი ერთი კვირისა.
მაგრამ ამაო გამოდგა
გრძნობა ქართველი შვილისა,
კაცი ან უნდა თვრებოდეს,
ან ყოფნა ჰქონდეს ძილისა.
ან უნდა მოკვდეს უეცრად,
დრო აღარ ჰქონდეს ფიქრისა:
რად გაჩნდა, რისთვის იცოცხლა,
ან სადა კვდება, რისთვისა?“
ესღაა ამისი რწმენა,
ამითა ჰსუნთქავს იგია,
ამიტომ ხშირად დახლში ზის,
ბოთლები მოურიგია.
ხელში უპყრია ჩონგური
და ზედ დაჰმღერის ჰანგებსა.
ჰსვამს ღვინოს, ჰყლურჭავს არაყსა,
მღერის, ახარებს ბალღებსა.
იქვე სწერს „სასუდიაო“,
„სანაჩალიკო“ არზებსა.
არც ვისა სწყევლის, არც ლანძღავს,
არავის აძლევს ვნებასა.
მაგრამ არავინ არ მოსწონს,
არც ვისას გეტყვის ქებასა.
თავის მძრახველის საუბარს
ისმენს, ვით ძაღლის ყეფასა,
სხვას არას ეტყვის, მხოლოდა
ოდნავ მოიფხანს კეფასა.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.