(მთიდან დაიძრენ ხევსურნი)
Настройка шрифта
მთიდან დაიძრენ ხევსურნი
დაბარგულ ჯორუკებითა,
წინ მოუძღვიან რაინდნი
ყველა ფარით და ხმლებითა.
სად მიდის, ნეტავ, ლაშქარი?
ჯორუკებს რაღა ჰკიდია?
ლაშქარ გგონიათ? მოსტყუვდით,
წუთისოფელი ფლიდია:
ჯორუკებისა საპალნე -
ერბოს გუდები დიდია.
გამოვლეს დათვისის ჭალა,
გამოვლეს ორწყალს ხიდია,
„წურვილს“ ორ-ფეხას მიართმენ,
იმისი ვალი ჰკიდია.
ეს სხვა ორ-ფეხამ შეიტყო,
კაცი გაჯავრდა მშვიდია:
„მე რა მაქვს დანაშაული,
თქვენ ტრფობას გულში ვზრდიდია?
სულ წამოიღეთ, იქნება
ხევსურეთს ერბო კიდეა?
მე რომ მივიწყებთ, იცოდეთ,
საქმე მოგივათ ფინთია;
სად გაგონილა, პურის მფქველს
წისქვილს არ ერგოს მინდია?!“
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mtidan-daidzren-khevsurni/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.