Зарубежная поэзия · На грузинском языке

მე მისი არაფერი მწამს

Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

მე მისი არაფერი მწამს,
ვინც ერთგულია ქვეყნისა
და სხვისა ერთგულებაზე
ხალხს აცქერინებს ეჭვითა.

სხვისთვის შურს იგივე გრძნობა,
რისიც მტვირთველი თვით არი.
მისთანა ქვეყნის ერთგული
ღმერთმა გვაშოროს ვინც არი;
არც არის კაცობის ღირსი
და არც ძმად გასაფიცარი!

რო მართლა ქვეყანა უყვარს,
მე ეს არ დამიჯერია:
ენით თვალთმაქცობს ალბათა,
გულით-კი ხალხის მტერია.
იქნება ეს არც-კი იცის,
იგი იმდენად შტერია?!

მაშ რისთვისა სძულს თვის მსგავსი,
მის მსგავსის გრძნობის მთქმელია,
თუ მართლა სამშობლო უყვარს,
გრძნობა-გონებით მთელია?!
არ არის საწამებელი,
რაც იმას დაუწერია;
გიცანი, ვინცა ბრძანდები -
კუდ-მოგლეჯილი მელია!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.