თუნდა ამოდი, მზეო, და
Настройка шрифта
(სიმღერა)
თუნდა ამოდი, მზეო, და
თუნდ ნუ ამოხვალ მბრწყინავი,
შენ მე გამათბობ ვეღარა,
ყინული მაძევს მყინავი!
მთას უჭირს შენი სინათლე,
მე, მღილს, არ მიჭირს არადა,
შენი სიცხოვლით დამწვარი
დღესაც გულია ავადა!
არ უნდა გაფერადება,
შეღებულია შავადა;
არ მინდა ყველა სათქმელად,
ვისც ჰსურს, გაიგოს თავადა!
გულში ბევრია საფქავი,
არ მინდა დასაფქავადა:
დალპეს, დაობდეს და, თუნდა,
ჩიტთა შეჭამონ, ჭიათა!
შენგნით იხარონ ვერხვებმა,
დეკა-ურძანთა, ღვიათა,
კლდეთა-უენო ჩემთ სატრფოთ
და ოთხფეხებთან ფრთიანთა,
მკვდრებს არ უნდიხარ არაფრად,
ძველადვე უთქვამთ ჭკვიანთა:
საით და როგორ ვეომოთ,
ნეტავ უხმლონი ხმლიანთა?!
ამოხვალ-სხვისთვის ანათებ,
ჩემთვის ღამეა ფრიადა:
ვერ მოერევი შენ იმას,
ვინაც დღე გამიწყვდიადა.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/tunda-amodi-mzeo-da/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.