ბაღი ვიხილე გუშინა
Настройка шрифта
(სიმღერა)
ბაღი ვიხილე გუშინა:
ია-ვარდითა ჰყვაოდა.
მცენარეულით სავსეა,
სიტურფით სხვადასხვაობდა.
დღეს ვნახე... გული მომიკვდა,
რომ ბაღი არარაობდა,
ზედ დადიოდა ნახირი,
ზოგი ხტის, ზოგი ბღაოდა,
და ცაში ნიშის მოგებით
შავი ყორანი ჩხაოდა.
გუშინა ვნახე ჭაბუკი:
ლაღი, ყელ-მოღერებული,
მტერთან და მოკეთესთანა
საფრად გულ-მოჯერებული:
მოკეთესთანა - სიკეთით,
მტერზე ხმალ-ამოღებული,
და დღეს-კი წელში მოხრილი,
ყველასთან მოფერებული.
გუშინა ვნახე ქალ-ვაჟი,
ყელ-ყელზე გადაჭდობილნი,
ყველასგან ურთიერთისა
მოსიყვარულედ ცნობილნი,
და დღეს-კი ერთმანერთისა
დაუდეგარად მწყევარნი:
არ იზავებდენ ერთმანერთს,
როგორაც კურდღელს მწევარნი,
ერთი ერთისა, სხვა სხვისა
მოარშიყედა მდევარნი.
გუშინ ვიხილე ყმაწვილი,
დედის გულ-მკერდში ჩაკრული,
დედას უბღუჯავს ძუძუებს,
ტკიპივით იყო დაკრული;
და დღეს-კი იმისვე ხელით
მისი მშობელი დაკლული.
გუშინა ვნახე მდინარე:
აღვარებული ქოთობდა,
და დღეს-კი დადინჯებულა,
იგი აღარა ლოთობდა, -
ქვებს დაესვენა, ხეებსაც,
ჭკვიანად მოდის, უმადა,
გადაქცეულა საწყალი
სახრავ და სათლელ დუმადა:
მხოლოდ ამას-ღა დუდუნებს:
„თავისთვის ვიყო ჩუმადა!“...
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/baghi-vikhile-gushina/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.