Зарубежная поэзия · На грузинском языке

ეულის სიმღერა

Зарубежная поэзия О жизниОб одиночестве
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

რისათვის მინდა სიცოცხლე,
თუკი ვიქნები ავადა, -
წყლული მექნება გულზედა
გრძნობა-გონების მწვავადა;
დღეები დღეებს არ ჰგავდეს,
მზე დამყურებდეს შავადა;
არცავინ მყვანდეს ერთგული,
მოვიდეს სანახავადა;
მოვკვდე და არვინ მიტიროს,
ცრემლი აფრქვიოს ღვარადა;
არვინ ჩაიცვას შავები
და არ მიგლოვოს გლოვითა;
არავინა სთქვას შანდობა,
გულ-ამოსკვნილმა ოხვრითა;
არცვინ მიყიდოს სუდარი,
მმარხავდეს ძველის ჩოხითა,
მღვდელ-დიაკვანი გალობას
ხმით დამძახოდენ ბოხითა.

უმსგავსს არც სიცოცხლე მინდა
და არც სიკვდილი სწორედა!..
ქვადვე მერჩივნა გაჩენა, -
გამოვდგებოდი ყორედა;
ან მინდვრად ხედა ვმდგარვიყავ,
მოსაგრილებლად მგზავრისა,
როს სიცხე-პაპანებაა
და მწუხარება ჰავისა...
ზამთრობით - დასასვენებლად
თუნდ სვავ-ძერათა, ყვავისა.
ურგები შვილი დედასა
ნეტავი რადა ჰყავისა!..

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.