Зарубежная поэзия · На грузинском языке

მტრისამც გულია ასეთი

Зарубежная поэзия Грустные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

მტრისამც გულია ასეთი,
როგორიც გული ჩემია:
უნდა დავლიო სიმწარით
ჩემი სიცოცხლის დღენია.
ძილშიაც ვაება მქენჯნის,
ერთს წამს არ დამისვენია.

კუპრში ნადუღის გულითა
არ მინდა ნათელს ვხედავდე:
მინდა გარს სიბნელე მერტყას,
მარტო ოცნებით ვჭვრეტავდე
ჩემს გულის მომკვლელს საგანსა,
ფიქრებს ცრემლითა ვღებავდე.
როდემდის უნდა, არ ვიცი,
ჩემ ხორცს კბილითა ვკვნეტავდე!

შორს მიდის ფიქრი, შორს მიდის,
თან გლოვა-ცრემლი მიჰყვება;
მოვა და ისევ ჩემთანა:
გამხიარულდა იქნება?
სულ ტყუილია, ტირილით
მოვა და მომესალმება.

რად მინდა ფიქრი მტირალი,
თავს მოუვალი წუხილი?
თუ ნაგვალს მიწას არ დასწვიმს,
რად მინდა ჭექა-ქუხილი?

გული თავისას არ იშლის,
ერჩის გონების განსჯასა;
ვინ შესძლებს, ვინ შეასრულებს
ჩემს თხოვნასა და აჯასა?!
მივენდე, წამლად ვგუობდი
გულით მხნეობას, გასჯასა,
მაინც არა-რა ეწამლა
დაჭრილის გულის ტანჯვასა:
წელიც ამტკივდა, თავიცა,
ქარი დამადგა მაჯასა.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.