Зарубежная поэзия · На грузинском языке

ღიღინი

Зарубежная поэзия Короткие стихиСмешные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

იმ დღეს ჩიოდა პეტრუზა:
„ბევრი მეწვება ნისია“.
ვაჭრობის წესი ეგ არის,
ნუ გასჯავრდები, ბიძია!
მაშ ჩვენ რაღა ვქნათ - ბოსტანში
აღარა მოგვდის ქინძია.
ქერი და პური მთლიანად
გადაგვიძოვა კალიამ!
სახლი სულ გაგვიტიალა
თაგვმა, თხილ-კაკალ-პარიამ.
მეც ბარემ ბევრი ვიყვირე:
„ადე, გააგდე, მარიამ!“
ვერცა-რა იმას ვასმინე,
აღარც ბალღები დამყვენა,
ვეღარას გავხდი, ტყუილად
ყელი და გული გავქენა.
გოდრები დაცარიელდა,
თავშიაც ჭკუა „ნიატა“.
ჯიბეც იძახის: „დავირჩვი,
ეშმაკი ამეკვიატა!“

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.