დაე აყროლდეს სოფელი
Настройка шрифта
(სიმღერა)
დაე აყროლდეს სოფელი,
სრულიად დაღრღნან ჭიათა,
ზედ იფარფარონ ონხებზედ
სვავთა, უმსგავსო ფრთიანთა.
ჩემი ლამაზიც მკვდარია,
გულს სვავი აზის მცონარი,
ძუძუს პირს ჩამოჰკლაკვნია
წითელის სისხლის ზონარი.
ვაჰმე, იქნება გულს დარჩეს
წყლულად ეს ბილწის ონარი!
იმ ღვთისგან შაჩვენებელსა
დაუგლეჯია კავები,
ნიდაყვის ძირში დაუჭრავ
მის ბროლისფერი მკლავები.
არა, არ მგონის, რომ შაგრჩეს
მაგის სასვავედ გახდომა,
მაგის თვალების ფოფინის,
თლილი თითების დადგომა..
კიდევოთ მოვა, რა ვიცი,
იესო ქრისტეს აღდგომა!..
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/dae-aqroldes-sopeli/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 3
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.