Зарубежная поэзия · На грузинском языке

სვინდისის სიმღერა

Зарубежная поэзия
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

არ ვიცი საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!
რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.
კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს გამაგდოს ჩქარაო...
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.
არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.
ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალიან დღესაო!..“
მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილ-შვილის დედაო!“
ადგა, წამიგდო წიხს ქვეშა,
ჩამარტყა ზედი-ზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“
რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის,
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა, -
მაგას როგორა ჰბედაო?! -
გთხოვ, მამაშორო, ქვეყანას
შენ უპატრონო, ზეცაო!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.