საფლავის ქვაზედ დასაწერი
Настройка шрифта
წმინდა იოანე კახეთს ზედაძენს
სასწაულობით ქვიტკირს ცრემლთ ადენს;
ქართლს წმინდა შიო ღვიმეს ძვლებს ავლენს,-
ორნივ შვრებიან სასწაულს ამდენს.
ამ ორს მონასტერს მაქვნდა ალაგი,
სასაფლაო და ძვალთ შესალაგი;
ორივ ქვიტკირით აღშენებული,
სახლ-გალავნებით დამშვენებული.
ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე,
მისად სანუფქოდ სად დავიმარხე!
ხორცით აქ ვლპები, აწ ჩემი სული,
არა ვიცი რა, სად არს მოსული!
ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ,
ეგრეთვე, ვგონებ, არცა შენ გინდოს,
შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა,
ღმერთმან შენ შენი ცოდვა შეგინდოს!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/david-guramishvili/saplavis-kvazed-dasatseri/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.