მეოთხე დავითის შესხმა და “დავითნის” ქების იგავი
Настройка шрифта
დავითის შესხმა შევკონე: ძმას ვარდი უძღვენ, დას ია.
დავით მოგვითხრობს: ნუ ესავთ, შემწედ ნურად გჩანთ დასია.
თქვენც მას ესევდით, ვისაც რომ ესვენ ანგელოზთ დასია,
იგი არს ღმერთი ერთი, და დასია ბევრად ასია.
აწ აქეთ იგი ნათელი, ვინც ნათლად დავითს უქია;
ვისგან ცა ნათობს, სამყარო, ქვე მოკრთის მისი შუქია.
იწამეთ მშვიდი, მდაბალი, უღელ-ტკბილ, ტვირთ-მსუბუქია;
თავის ხრა, ზორვა კერპისა ფუჭი რამ თამასუქია.
დავით იშენა წალკოტი, ძოღან ვსთქვი, რაც რგო ხედაო;
კიდევ გაჩვენებ თვალითა, თუ იმას ვერა ჰხედაო:
გვერდი მამისა თვით დავითს როგორც რომ უსახევდაო,
ეგრეთ დაირგო, მოიბა, რომ(ე)ლსაც ჩვენ გვირხევდაო.
დავითის ბაღის ხილი სჯობს სხვათა წალკოტის ხილებსა:
ვინც შჭამს სნეული, გაჰკურნავს, ბრამს თვალებს აღუხილებსა;
დანაჭერინებს პირს ტკბილად, მოწყენილს მოალხინებსა,
განახალისებს მადლზედა, ცოდვაზედ განაფრთხილებსა
ბაღი დავითის ბაღისებრ აროდეს აღშენდებიან:
არც მისებრ ხე-ღა დაირგვის, არცა არ ზედ მოებმიან,
მის ბაღში კრავი დამჯდარა, სხვისაში მგელნი ჯდებიან,
კრავად გონებენ დავსილნი, მაგრამ ტყუილად სცდებიან.
დავით შევმოსე ხილითა, რომელიც მოსა ხე დავით;
მას ხეს მოხედა უფალმან კეთილის მოსახედავით.
ნუ მედავებით, მარიდეთ გულს ლახვრად მოსახედავით,
ის დავით კარგით მოსა ხით, მე დავით მოსახედ ავით.
მან დავით თავის ბაღშია იმყნა ცხოვრების ხენია,
ტკბილის ნაყოფის მომბმელი, სამკურნლოს ცვარის მცხენია;
დაუჯდა მას ქვეშ ჩირდილსა, არა სწვავს მას სიცხენია,
იმ უკვდავების სასმლითა მითვრა და მით მოლხენია.
ამად ამ წიგნსა სახელად უწოდე “დავითიანი”,
დავით შევაწყევ, შევკონე, ვით ვარდნი და ვით იანი.
გულსა მოვსწყვიტე მუწუკი, მება ზედ ავი თიანი,
ზედ გულზედ ვიბი იგი ხე კაციანი და ღვთიანი.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/david-guramishvili/meotkhe-davitis-sheskhma-da-davitnis-kebis-igavi/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.