ჩემს მურას
Настройка шрифта
ვაჰმე, რა მეტად ბევრს უჭირს,
ვაჰ, რა ბევრია ტანჯული,
როგორა ხარობს სხვის ტანჯვით
გულ-გაყინული მსაჯული!
აბა უყურეთ მდინარეს -
სისხლია, განა წყალია...
ვაჰმე, რით უნდა ვუშველო,
ამდენი ცოდვა ბრალია!
იქნება ცრემლმა უშველოს.
მოვრთოთ ქვითინი, გოდება,
მიყეფე, ჩემო მურიავ,
გულზედ ცეცხლს მინდა მოდება.
შენა ხარ ჩემი ფარ-ხმალი,
სიცოცხლე, თვალის ჩინია.
მე მიყვარს შენი ღავღავი
და გესლიანი ღრინია.
აყეფდი, რაღას წკმუტუნებ,
პირით წაყარე დორბლები...
ეგება მგლები შემოფთხნენ,
დაგვიშოშმინდენ ობლები.
ეგება მიწამ შაჭამოს
ერთიან ჩვენი მგმობლები!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/chems-muras/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.