მთას იქით მთვარე ამოდის
Настройка шрифта
(სიმღერა)
მთას იქით მთვარე ამოდის,
მთას აქით ნისლი ედება.
გზა-არეული დავდივარ
და გულზედ ცეცხლი მედება.
კლდეს სად-რა გადავვარდები,
ყორნები დამესხმიანო,
მას ვეღარ ჩავეკონები,
ვისთვისაც ცრემლნი მდიანო!
კლდეზედ ჩამორბის ნაკადი,
მორბის და მოიმღერისა,
ვაჰმე, რო გული მიკვდება,
ჯავრი მიმყვება მტერისა.
ყური დაუგდეთ კლდის შვილებს,
როგორ ამაყად კივიან...
შენი სახლობა ქორწილობს,
ჩემი ობლები ტირიან!...
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mtas-ikit-mtvare-amodis/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.