Зарубежная поэзия · На грузинском языке

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

Зарубежная поэзия О любви
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ,

შენ — ჩემის სიძულვილითა.

ვერ გიღალატებ მაინცა,

თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა,

გულ-დაკოდილი შენგანა

მითაც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა.

გახვეწებ, ვემუდარები

ცეცხლის მქშინავის პირითა,

გარშემო შემოხაზულა

ცხელის ცრემლების მილითა.

თანაც დაგბრუნავ თავზედა

ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა.

შენ ამას არაფრად აგდებ,

მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა.

უცვლელი ვრჩები მაინცა

ჩემის წადილით დიდითა,

სამყაროს იქით რომ მიდის,

მომაკვდავთ განა იცითა?!

წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა

ვილალავ აქეთ-იქითა:

არ დამიშალონ მიმოსვლა

ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა.

შენი ვარ დიდი ერთგული,

ვერვინ შემხედავს იჭვითა.

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.