ხევზედ მოდიან ნისლები
Настройка шрифта
(სიმღერა)
ხევზედ მოდიან ნისლები,
გაჩქარებულნი, მღერითა,
როგორ ხარობენ, ტივლები,
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!
ვეღარას ვხედავ ბეჩავი,
გამიქრენ წვერნი მთისანი;
ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან
სათბობლად სხივნი მზისანი.
ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,
დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,
თვალნი დამთხარეთ, გულისაც
სადილი გაიკეთეთო.
სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრალია,
მიამხანიგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია!..
წავიდეთ, ერთად წავიდეთ,
მოვშორდეთ მშობელს მხარესა,
ნუღარ ვიხილავთ საყვარლის
ჩვენის ბედკრულის მთა-ველსა.
წავიდეთ, გადავიკარგნეთ,
დავსთელოთ სხვისნი არენი!
ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ
ცრემლის წყარონი მწარენი,
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/khevzed-modian-nislebi/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.