მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა
Настройка шрифта
(სიმღერა)
მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა,
მაგით ხარ მეტი ჩემზედა,
ბატონად მიტომ დამიდეგ,
წყალს მასხმეინებ ხელზედა.
გნებავ - მატირებ ცრემლადა,
გნებავ - მახტუნებ ცერზედა,
პურსაც ვერა ვჭამ კრძალვისგან
და შიშით თავის წრეზედა.
მოგჩერებივარ თვალ-წარბში,
ლუკმა მადგება ყელზედა;
შენ მადლობელიც არა ხარ,
როგორც შეგატყვე ფერზედა.
შენ მაინც ჩემზე ჰგულბრაზობ,
როგორც მოსისხლე მტერზედა.
ჩემი დაღუპვა გწადიან,
მიტომ მაყენებ კლდეზედა?!
გსურს, ანებივრო სვავები
ტიალ-ოხერის ლეშზედა.
ნუ შვრები მაგას, დაფიქრდი,
ხელს ნუ აიღებ ღმერთზედა.
ნუ, თორემ მარტო არა ვარ
ამა სიმართლის მთქმელია:
ვინც ავს უშვრება მოყვასსა,
სხვაც მისთვის ავის მქნელია;
თვითაც მუხთალად მოკვდება
მუხთალად კაცის მკვლელია.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mkholod-dzala-gakvs-dghes-khelta/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.