მგოსნის სიმღერა
Настройка шрифта
სამს წელს სჯა იყო სასუფეველში,
მომცენ თუ არა ნება წერისა:
მე ყურს ვუგდებდი სულ-განაბული,
ფიქრს სცემდა ტალღა გულის ბგერისა.
თავი მომეკლა, ამას ვფიქრობდი,
ღონე არ იყო მოთმინებისა.
უფლისა საბჭომ კვლავ ნება დამრთო
ჩანგის აღების და ზედ მღერისა.
დიდება უფალს, რაკი შევიძელ
კვლავ სამსახური ჩვენი ერისა,
დაჩაგრულების გამოსარჩლება,
გათახსირება იმის მტერისა!
დიდება უფალს, რომ კვლავ მომეცა
ძალა ციურის აღმაფრენისა,
რომ სიმუნჯისა ტვირთს ქვეშ არ მოვკვდი,
კვლავ შემიძლიან დაძვრა ენისა
და უხმარ საგძლად საფლავს არ მიმდევს
მწარე ნაღველი გულის კბენისა!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mgosnis-simghera/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.