ჩიტის სიმღერა
Настройка шрифта
მე ჩიტი ვარ - ჩიტუნია პატარა,
ფეხ-შიშველი, ტან-შიშველი, ნაცარა;
სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, არც ბინა,
არსად დედა, რომ ჩემთვის გაეცინა,
თავის შვილი კალთაში ჩაეწვინა, -
ეთქვა ჩემთვის ღიღინითა ნანინა
და მეც ტკბილად იმ ხმაზე დამეძინა.
ნეტავ, რად მომეწყინა?
ვიცი, ვიცი, ყველა ჩემი მტერია,
ალალს და ქორს თვალები უბღვერია.
რადა ვტირი? ვინ რას მომცემს დარდშია?
დამიტევენ? - დავემალვი ბარდშია,
და მანამდე დამბრუნავენ თავზედა,
იქ ვიმღერებ, არ გამოვალ კარზედა.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/chitis-simghera/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.