Зарубежная поэзия · На грузинском языке

მეომარი

Зарубежная поэзия О любвиО свободе
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

კეკლუცო ქალო, ცბიერებით ნუ დამღუღუნებ:
შენს საალერსოდ, გულის ჭიავ, არა მცალია.
თუმც „სიყვარულით“ და ვედრებით ყურებს მიყრუებ,
მაგრამ ჩემს გულში, გეუბნები, სხვა რამ ალია.

კალთიდამ მომწყდი, დასანავსავად ნუ მეკიდები,
წივილით ფეხთ ქვეშ გველისაებ ნუ მეკლაკნები!
სხვა რაღა გიყო, გეუბნები, რომ მებრალები -
და გთხოვ, გეთაყვა, ნუ მაგვიანებ, ნურც მევედრები?

ეგ სიყვარული კარგი არის, თქმა აღარ უნდა;
ჩემთვისა ისე, როგორც შენთვის, მას ბედი უნდა;
მაგრამ მაგან არ ამკიდოს საგძლისა გუდა -
რომ ქერქი მივცე, თუ მშიერი მგზავრი დამიხვდა.

სხვა სიყვარული, სხვა გრძნობაა გულში ჩასხმული,
სიბრალული გულში იბრძვის და იკეცება!
რა ვქნა, სულო! ის მეტადაა ცეცხლით აგზნული,
ჭკვასა და გრძნობას თავისაკენ მიეზიდება.

მოდი, მომყე, გაიხედე რა ამბავია:
ჩემი ძმები მტერთ საომრად ჯარებს აწყობენ…
ხომ გითხარი, რომ მე შენთვის არა მცალია!..
ყური დაუგდე, რას ამბობენ, რას ჩურჩულობენ:

„გავეშუროთ, დაცემულნი წამოვაყენოთ,
ბოროტებას ფეხით შევსდგეთ და გავამტვეროთ,
ხალხი ერთხელ სწორე გზაზე გადავაყენოთ,
უშოვნოთ ბინა, შევიყვანოთ და დავაყენოთ“.

მაშ რას მომტირი? მე იმათკენ მიმეჩქარება,
ჯერ მსურს იმათა ხალხის ხსნაში გადავეშველო,
თუ რასაც ველტვი, ის ბედისგან ამისრულდება,
მაშინ, იქნება, შენს სურვილსაც გამოვუელვო.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.