დროება
Настройка шрифта
ოხ, დროებაო, უღალავად ქვეყნად მავალო!
როდემდის უნდა დაუდგრომლად შენ იტრიალო,
როდემდის უნდა ქვეყნის ბედი ათასფრად სცვალო, -
ერთხელ კარგ საქმეს დენა შენი არ ანაცვალო?
როდემდის უნდა შენს დენაში ზოგი ცეკვავდეს,
ზოგი-კი ჯავრით, ნაღვლით სავსე მწარედ კვნესოდეს,
ზოგსა ჩონგური ხელთ ეპყრას, ლექსს დასძახოდეს,
ზოგს მიწის თხრაში ქარჩის ქნევით წელი სწყდებოდეს?!
აბა ხელახლად მოიარე, რაც რომ იარე,
და დააკვირდი, მაგ ტანტალით რა მოიტანე?
კარგა გაჩხრიკე, მოდი მერე და მომიტანე
ამბავი, თუ რამ სარგებლობა კაცს მოუტანე!..
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/droeba/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.