Зарубежная поэзия · На грузинском языке

სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან

Зарубежная поэзия Короткие стихиО Боге и душе
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

რამეთუ გცოდე, უფალო, ვითხოვ შემინდეო!
შენი ვარ მონა, წყალობა შენ მე დამმართეო.
არსადა მყავს მისამართი, მე შენ მოგმართეო,
სუფევა შენი მშვიდობით გამოავლინეო.

ძალი და ღონე მიბოძე, მტერთა ვეყო მრეო.
დიდება შენდა ნათელო, ერთო, სამ-სახეო!
მამისა აბრამისასა სტუმრად მსხდომარეო,
დაბერებულთა მათ ბერწთა შვილით ახარეო,

ძისა მათისა ისაკით ძე მოასწავეო.
დამმარხველს, დამტირებელსა ვითხოვ, მიბოძეო!
წმინდისა სამებისაო მადლო, დამფარეო,
სულისა ჩემის საოხად, რაც ვთქვი, მახმარეო.

აწ დავით იტყვის: დიდება, შენდა, მეუფეო,
მარადის და უკუნითი უკუნისამდეო!
ამინთე მე ბნელს სანთელი და მამინათეო,
დავით მე შენ გევედრები, გზა წარმიმართეო!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.