ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა
Настройка шрифта
მამაო, ყოვლის მპყრობელო, ღმერთო მოწყალეო!
ჩვენო გამაკაცებელო, შემქმნელ-დამბადეო!
რომელი ხარ ცათა შინა არსის საყდარზეო,
წმინდა არსი მაგალობე, შენი ეო-მეო.
იყავნ ჩემზედ მოწყალებით, შენ დამიფარეო;
სახელისა შენისათვის აწ მამეხმარეო;
შენი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო,
მოვედინ მოწყალებითა, ისევ შემყარეო!
სუფევა წარმოავლინე, მადლი მომფინეო;
შენი განჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო!
იყავნ ნება შენი ჩემზე, ჩემო მეუფეო,
ვითარცა პირველ მამათა შენ უწყალობეო.
ცათა შინა ისრაელთა საზდო უწვიმეო,
ეგრეცა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,
ქვეყანასა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,
ზედა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო.
პური არა მაქვს, მიბოძე, მშიან, მაჭამეო!
ჩვენი შენგნით მოცემული, რად დამიმალეო?
არსობისა პურს გამყარე, შამბი მაძოე!
მომეც, გვედრებ, შენი ვალი გარდაიხადეო!
ჩვენ გცოდეთ და შენ შეგვინდევ სულგრძელ-მოწყალეო,
დღეს სადილად არა მაქვს-რა, გამომიჩინეო;
დავიკრიფე ყოვისფჩხილა და ისი ვსჭამეო!
მომიტევენ შეცოდება, თუ რამ შეგცოდეო.
ჩვენთანა შენი წყალობა ნუ განაქარვეო,
ნადებნი ძველნი სახმილნი ნუ განგვიახლეო,
ჩვენნი მსხვერპლი კაენისა ნუ მიამზგავსეო.
ვითარცა აბელ მართლისა შენ შეიწირეო.
ჩვენ მიუტევებთ თუ ძმათა, შენც მოგვიტევეო!
თანამდებთა გარდავიხდით, მივცემთ რაცა გვძეო,
მათ ჩვენთა აღნადგინებთა სხვათა ნუ აძლეო.
დამბადებელო მიბოძე, ეს რაც ვითხოვეო.
ნუ შემიყვანებ ღრმა ზღვათა, რომ არ დავინთქეო,
ჩვენ შენად სადიდებელად მთლად განგვარინეო,
განსაცდელსა მოგვარიდე, კარგო მენავეო,
არამედ მიხსენ, ვით მოსეს შუა განუპეო!
ჩვენო მოწყალევ! ეს ძღვენი გიძღვენ დავით მეო,
ბოროტისაგან დამიხსენ ყოვლად ავით მეო!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/david-guramishvili/lotsva-odes-davits-tqveobasa-shina-moshivda-da-ghmerts-puri-stkhova/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.