გალობა
Настройка шрифта
მამავ, შენი ძეო, ვითხოვ, მიბოძეო;
ვიქცევი, ქვესკნეთს ვარდები, მისვეტ-მიბოძეო,
რად გძინავს, აღდეგ, უფალო, აწ განიღვიძეო,
მოდი, გამმართე წელ-გულში, სულ დავიბღუნძეო.
ღმერთო, დავითის მთნეველო, მამაო და ძეო,
ის მტერნი ჩემი მდევნელნი დევნე, განაძეო,
შენ გამირკვიე დავითსა, რაც წინ გზა მიძეო!
მჭამეო, მსმეო, ჩემო ტანთა მცმეო!
ვერ მოგეშვები ცოცხალი, თუნდა მაწამეო,
მიბოძე საზდო სულისა, მშიან, მაჭამეო,
კიდეც შემმოსე, სიცივით სულ ვკრკი ამ ღამეო,
ბალა-ჩალაში დავსძვრები, ვითა ღალღა, მეო;
მივხვდი, ვით მწყერი ალალთა დღეს მტერთა ღარმეო,
დავითის ძევ, დავით მიხსენ მე აქადაღმეო!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/david-guramishvili/galoba/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.