Зарубежная поэзия · На грузинском языке

შემოდგომა

Зарубежная поэзия О природеПро осень
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

ჩამოდის დაბლა ფოთოლი,

იცრცვება მთელი ბუნება;

ნაღვლით იმსჭვალვის და ფიქრით

ცხოველ-ფრინველთა გუნება.

ერევა თოვლი წვიმაში,

ჯანღს ემატება ჯანღია,

ჰგოდებს მთა, თოვლით მოსილი,

კვნესის მდინარე ლაღია:

დაკარგეს თავისუფლება,

ედგმისთ მონობის უღელი,

დაჰმსგავსებიან ტყვეებსა,

დაუკრეფიათ გულ-ხელი,

აღარ ნავარდობს კორდზედა,

ტყიდან არ ძვრება კურდღელი.

მთხოვარასავით მიცქერის

გაღმიდან ფერდა ტყიანი.

მე რა ვუშველო, რა მივცე,

რითი შევუვსო ზიანი?

ვინ მისცემს ძვირფას სამოსელს?

მზეც აღარ არის მზიანი.

იხარშავს გულში ნაღველსა

ქვეყანა ჭალა-მთიანი.

სიკვდილს ვერ დაემოყვრები,

რაც უნდა იყო ჭკვიანი.

მაგრამ რო ვიცით ყველათა

აშკარად, როგორც დღე არის,

გაზაფხულით ცვლა ზამთრისა

მთელი ბუნების ზნე არის!

კიდევაც მოვა ზაფხული,

აყვავდებიან ველები,

შეიბურება ფოთლითა

არყი, ვერხვი და თელები.

საქონლით დაიფინება

ჭალა და მთისა ყელები.

ფერხულს დააბამს ბუნება,

მღერას იწყებენ მწერები,

დაცოცხლდებიან, ეხლა რომ

დაწყვეტილი აქვთ წელები.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.