Зарубежная поэзия · На грузинском языке

რუს-იმერელს

Зарубежная поэзия О дружбеО поэзии
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

მთას-იქითელო ვაჟკაცო,
მთას-აქეთ გამეხმაურე:
წყლულს ესალბუნე ნექტარად,
სულს აიაზმა ასხურე.
მადლობელი ვარ სალმისთვის,
ძმა ძმურად მომიმსახურე!

მოვმართავ მჭვარტლიანს ჩონგურს,
სიმნი იწყებენ ჟღერასა.
და მეც ძმობილის სახსოვრად
ასე დავიწყებ მღერასა:
დიდებულს დედამიწასა
დიდებული აქვს წესია, -
სითბოს, სინესტეს თხოულობს,
რაც მაზე დანათესია,
საზრდოდა, თორემ მცენარეს
მყის გაუხმება ფესვია

დააკლდა სითბო და ნამი, -
ჭკნებიან ვარდნი, იანი,
ცრემლს ჰღვრიან მჭმუნვარებისას
ცხოველ-ფრინველნი, ჭიანი;
სატრფოს ივიწყებს, ბლანტდება
ხარი ირემი რქიანი;
შვილებზე აღიბეჭდება
ცხოვლად ბუნების ზიანი.

რად გიკვირთ? მეცა, ვით შვილსა
ამავე დედამიწისა,
ავი თუ კარგი, ყოველი
თვისება მჭირდეს იმისა?!
მეც ნამი მიჭირს და სითბო,
გული ჰყვაოდეს, ლაღობდეს,
დიდებულს მცნებას ბულბული
იქ დაუდგრომლად გალობდეს.

რად გიკვირს, კარგის ნახვამა
ამაფრთოვანოს ცამდინა?
არ მეყო, სიდუხჭირემა
რაც მტანჯა, ცრემლი მადინა?
ცოტამ რამ ეს ქმნა, წვიმამ კი
მიმაგდოს გრძნობის ზღვამდინა!
გათავდეს, ვინაც გაგვთელა,
ვინც ჩვენი საქმე ახდინა,
ვინც ორმოს გვითხრის, ვაება
ჩვენს თავზე გადმოადინა!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.