გავხედავ გამოვლილს გზასა
Настройка шрифта
(სიმღერა)
გავხედავ გამოვლილს გზასა,
რა ჩქარა გამოვიარე!
წინ მიდგა შავი სურათი,
შევყურებ ფიქრ-მგლოვიარე.
სინანულსა ვრწყავ გულშია,
თვალთაგან ცრემლ-მთოვიარე.
მომელანდება თვალები,
სამოთხედ შუქის მგზნებარე.
რა მექნა სატრფო? გამიქრა,
საფლავში არი მდებარე.
რას უშველს ჩემი ტირილი,
თვალთაგან ცრემლი მჩქეფარე?!
დამბრუნავს თავზედ ოცნება,
როგორც ყორანი მყეფარე.
რა იყო? ნუთუ სიზმარი?
სიზმარსა ჰგავდა სწორედა.
ფიქრი-ღა შემრჩა წარსულის
ავის და კარგის მხსოვნედა.
მოგონებანი მიწყვია
წინ მოხერგილი ყორედა.
ვარჩევ და ვარკვევ ცალ-ცალკე,
ვით პურს მრკვეველი პურისა;
ბევრს ვპოვებ ღვარძლს და შხამასა,
მსხვერპლიც ვყოფილვარ შურისა.
მე თავადაც ვარ მიზეზი
ბევრშია გულის წყლულისა.
ზოგს წარსულს ცრემლად დავტირი,
მეორესა ვთვლი ახადა.
ერთი მეორეს აქვითებს,
თავს იმიტომ ვგრძნობ ლაღადა.
აწმყო პურია საჭმელი,
არ ვსთვლი ავად, არც კარგადა,
მომავალი-ღა ჰხურია
გულს და გონებას თაღადა.
ხშირად იმასაც ვიძახი:
ახ, ნეტავ ვიყო ბალღადა!
და როდი ვფიქრობ იმასა,
რისათვის მინდა, რაღადა.
ტვირთი და ჭირი ნაზიდნი
რად გავიხადო ბარგადა
მეორ-მესამედ-მეოთხედ?
არ დავფიქრდები კარგადა.
გაძლება გვმართებს, ბუნება
რასაც დაგვადებს ხარკადა.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/gavkhedav-gamovlils-gzasa/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.