მოლოდინი
Настройка шрифта
(სურათი)
ხბო ბღავის, დედას ეძახის, -
რა ჰქნას, რომ ძუძუ სწყურია!
მოდის ნახირი, თან მოსდევს
ქვრივ მარიამას ფურია.
მოსჩანს დელფანა, თან მოაქვს
რძით გატიკნული ცურია.
ხბოსთან სჩანს პატარა სოფო,
უთმენლად უცემს გულია:
რძეს აჭმევს, იმიტომა აქვთ
იმისი სიყვარულია.
ფურმა ხმა მისცა თავის შვილს,
ეზოში ჟრიამულია.
გარს შემოერტყა დელფანას
ქვრივის ოჯახი სრულია.
კატაც კი გამოეგება,
იქვე კუდს იქნევს მურია.
ხარიც თან მოჰყვა, ნიკორა,
სიბერით დაჩაგრულია,
ქედ-გახრეშილი უღლისგან,
დამწვარი, დადაგულია.
იმას ზედ არვინ შეჰხედა,
არავინ უგდო ყურია.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/molodini-acad-vazha-v2-2-6/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.