ლადო ბზვანელს
Настройка шрифта
(პასუხად)
პასუხს თხოულობს სალამი
(საკაცობრიო წესია!):
მადლობას გიძღვნი, მუშაკო,
ამის გამო ვსთქვი ლექსია.
მასწავლებელის ბედზედა
მრავალჯერ დამიკვნესია,
ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა,
თესლი კეთილი სთესია!
თანამოძმენიც გიცოცხლოს,
ვინაც გიდგანან გვერდშია!
რა ვუყოთ, მასწავლებელი
დღეს არა ფასობს ჩვენშია.
თუმცა ხსნა ჩვენის ერისა
მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია.
სული გასუქდეს, ბევრით სჯობს,
ვიდრე გასუქდეს ლეშია!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/lado-bzvanels/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.