Зарубежная поэзия · На грузинском языке

ზაფხული

Зарубежная поэзия Про лето
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

გაზაფხული გაგვიფრინდა,

გაითოხნა სიმინდები,

თივა დადგეს, ანეულსა

დასდგომია ამინდები.

აგერ, აგერ ყანებშია

“ჰოოპუნას” იძახიან,

ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა

ქერს მორჩნენ და პურსა მკიან.

მტრედი, გვრიტი და ქედანი

იქ ირევა ნამჯაშია,

მაგრამ მომკლებს ვინ აჯობებს

მღერასა და გარჯაშია!

შახე იმ ერთს, გულ-გაღებულს,

თავზე ქუდი არა ჰხურავს,

ხელსახოცი შუბლს წაუკრავს,

დასძახის და ოფლში სცურავს!

შახე ერთი მეთაურსა,

შახე იმის ნამგლის ტრიალს,

ყური უგდე მუშის გუგუნს,

ყური უგდე იმათ გრიალს!..

აბა შახე, რა ერთგულად

ყველა ყანას ეტანება...

მღერიან და კიჟინებენ,

“ჰოოპუნას” იძახიან,

ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა,

ქერს მორჩნენ და პურსა მკიან...

ყველა ცდილობს მეტი მომკოს,

ეჯიბრება აქ ძმა ძმასა,

იძახიან: “ულო, ულო!”

მეძნეური უკრავს ძნასა.

მღერიან და კიჟინებენ,

“ჰოოპუნას” იძახიან,

ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა,

ქერს მორჩნენ და პურსა მკიან.

რიგი მიაქვთ საძნე ურმით,

რიგსა ჰლეწენ სოფელშია.

წვრილ-ფეხობა კევრზედ უდგა,

ხარი ხვნეშის უღელშია...

ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი,

ეზიდება ზამთრის სარჩოს,

— ვაშა, ვაშა მუშა ხალხსა,

ღმერთმა იმათ გაუმარჯოს!..

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.