Зарубежная поэзия · На грузинском языке

საახალწლო სიმღერა

Зарубежная поэзия О РодинеО поэзии
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

შენი ჭირიმე, ჩონგურო,
შენ გენაცვალე, ნაღარა!
რად მეუბნებით: „გაჩუმდი,
აღარ იმღერო, აღარა?!

ვერ ჰხედავთ, ნდომამ მღერისა
ჩემს გულში დაისახლკარა,
მოფინა ია-ვარდითა,
მას შესტრფის ჩემი ჭაღარა?

შემირცხვა, ვინაც სიცოცხლე
უმადლოდ გააჩანჩალა!
ტირილისა და მღერისა
ცხოვრებამ მომცა მასალა;
მწადის სიცოცხლეს ვმსახურო,
თუმც ბევრი მასვა სამსალა.
ვერ მომკლა უგუნურთ ძრახვამ,
ვერც გრძნობათაგან დამცალა.

უწმინდურს წმინდა გრძნობები
სად გაგონილა სდებოდეს, -
სად თქმულა, ვისაც ვინა სძულს,
იმის გულისთვის კვდებოდეს?!

შენი ჭირიმე, ჩონგურო,
შენ გენაცვალე, ნაღარა!
რად მეუბნებით: „გაჩუმდი,
აღარ იმღერო, აღარა?!“

ძალიან გიკვირსთ, რომ ჯანმა
მკლავში და მუხლში მისუსტა?
მათ დანაკლისი ხარბადა
ჩემმავე გულმა შესუტა;
განმტკიცდა, გაიზაფხულა,
შეიმკო ყვავილებითა;
არას დაგიდევს ძრახვასა,
მოქმედებს თავის ნებითა.
„მადლი მაქვს, მადლი!“ დუდუნებს
თავის მხლებელთა კრებითა:
„ქვეყნის ჭირ-ვარამს ვატარებ,
ვერავინ შამედრებითა!“
მეც მიჯავრდება: „არ დასცხრე,
ვიდრე ჰმეტყველობ ენითა,
თავის სამშობლოს ვარამი
ილაპარაკე მღერითა.
უნდა სამარის კარზედა
მივდგეთ ჩონგურის ჟღერითა
ვაჟკაცნი ლაღად, თამამად,
ჩვენ ვაჟკაცურის ფერითა.
საფლავშიც გვეყო დუმილი
პირ-სავსეთ ქვიშა-მტვერითა!“
მეცა ვმხნევდები, ვმუშაობ
ჩემის გაზით და კვერითა,
როგორც ოცის წლის ჭაბუკი,
დახავსებულის წვერითა.
კარგებო, მოდით, ხელს ხელი,
ბილწნო, შორს გაიჭრენითა!
განგება მწყალობს, განგება,
უხვად და გამეტებითა:
სამწყემსოდა მყავს ქვეყანა,
მორჭმული ქართვლის ერითა,
სიბერე სიახლედ მექცა
აშკარად გამოჩენითა.
მძრახეთ ამისთვის, ვისაც გსურთ,
მძრახეთ, თუ არა გრცხვენისთა!

შენი ჭირიმე, ჩონგურო,
შენ გენაცვალე, ნაღარა!
რად მეუბნებით: „გაჩუმდი,
აღარ იმღერო, აღარა?!“
ხომ ჰხედავთ, არ გემონებათ
ჩემი გული და ჭაღარა!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.