Зарубежная поэзия · На грузинском языке

მთათ ძილი

Зарубежная поэзия О природе
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,
ერთურთზე მიმადლებულნი,
როგორც ერთგულნი ძმანია.

მთვარე ცას შემოსწყრომია,
წყალი ჩაჰხუის შორადა,
ტირილად მესმის ჩხრიალი
მისი ხევიდამ ორადა.
აგერა კიდევ იშხივლა,
სული ამოჰხდა სწორადა!

ნამი უმცვრევავ მწვანეზედ
ნისლებს ნასტუმრალთ, მრავალთა,
თან ნამის, სიოს მზიდველთა
შავთა, შავ-ფერად მავალთა.

შეჰკედლებიან მთათ სამზღვრებს
ორბნი, არწივნი ფრთიანნი;
გავსილა ფრინველებითა
მთების ლოგინი კლდიანი.

იმათაც დასძინებიათ
ნისკარტ-დაშვებით, მხრებითა,
წყნარად ჩამოდის ჯიხვები
ვიწრო ბილიკებ-გზებითა;
ბულულა გარინდებულა
ერთად პირ-ნათლის ძმებითა.

შავის მანდილით შეკრულა
ხევ-ხუვი, მთისა ყელები,
ცის ტატნად მისდევს მთის წვერებს
ნელ-სხივნი, როგორც გველები.

აღარსად ცეცხლი ანთია
მწყემსის ფარეხის პირშია...
შორს სამ აყმუვლდა ნადირი
ხშირის ჩონჩხების ძირშია.

აღარსად გუშაგები ჩნან
მთის პირთ დარაჯად მდგომარედ,
აღარც ნაკვანძი ბალახი,
მტრისა ნავალის მხსომარედ.

ვარსკვლავნი მთის წვერთ სწვევიან,
ეუბნებიან ნანასა:
თქვენს მტერსამც მაჰკლავს სიკვდილი,
ყელშიმც დასცემენ დანასა;
თქვენს მეტი არვინ გვიამბობს
ხმელეთის, წყლეთის ამბავსა.

მარცხნით გერგეტი ამდგარა,
მეფე მეფურად მზირალი,
მარჯვნით ბორბალა ერყევა,
როგორც ობოლი მტირალი...

აგერ ნისლებიც დაიძრა,
როგორც სულები მკვდრებისა,
ცაზე ვარსკვლავნი დაბნელდენ,
დაბლა - თავები მთებისა.

აღარა გამიგია-რა
აქ გასავალის გზებისა!..
მთათ სძინავთ, არ იღვიძებენ,
შიში არა აქვთ მტრებისა!..

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.