ხორცო, დაჰნელდი
Настройка шрифта
ხორცო, დაჰნელდი, დამჭლევდი,
სულო, იხარე, ჰლაღობდე,
ღმერთმა დამკარგოს, თუ ამას
სიტყვის შნოსათვის ვამბობდე.
ხორცი რას მიშველს მარტოკა,
თუ სულით არა ვგალობდე.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
დაე ლეშითა ვწვალობდე!
დაგვალულს მიწას უხდება,
როს დასწვიმს, დასდის ღვარია;
ეგრევ ნაავდრალს მდელოსა –
მზის დახედნება, დარია.
სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,
ვარდებით დაიფარია.
ცრემლი, ჩემ თვალთა ნაწური,
ზედ ნამად დაიყარია,
საჭირვარამო ქვეყნისა
გულს ლახვრად გამიყარია.
მაშინ ცა მიწას ეწევა,
მთაზე შეჯდება ბარია.
იქ ძოვდეს ჯოგი ირმისა,
დაბუბუნებდეს ხარია,
თავს ევლებოდეს ქვეყანას
სხივ-უვნებელი მთვარია.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/khortso-dahneldi/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.