Зарубежная поэзия · На грузинском языке

ძმაო სანდალავ

Зарубежная поэзия О дружбеСмешные стихи
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

მოგილოცავთ ახალს წელს,

დაესწარით მრავალსა!

თუ იკითხავთ ჩემს ყოფნას,

ჩემ თავ-გადასავალსა,

არა მიჭირს დღესნამდე:

ხინკალსა ვჭამ მრავალსა,

ვაყოლებ ზედ მჟავე წყალს,

კლდიდან გამომავალსა.

შენ და ვასო და შიო

და ივანე თუშია,

ქიზიყელთა პადვალი

ვისაც დაუფუშია,

რომ დასხდებით და ჩემზე

გეცინებათ გულშია,

უჩურჩულებთ რაღაცას

ერთმანეთსა ყურშია,

თან „ილიკოურსა“ სვამთ,

გამოსდიხართ მუქთშია.

ამ ეპისტოლეს გიძღვნით,

მე მოვდივარ ვეღარა,

ვინ იცის, გიხარიანთ,

რომ მოგშორდათ ბეგარა?!

მაგრამ ერთხელც იქნება

გესტუმრებით კიდევა

და მაშინა ჟამ-კარი

თქვენი გადაირევა.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.