Зарубежная поэзия · На грузинском языке

დღესნამდე დაბლა ჰყვაოდა

Зарубежная поэзия О свободеО счастье
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

(სიმღერა)

დღესნამდე დაბლა ჰყვაოდა
ია, ლუსუმა, ვარდია.
რას ვიფიქრებდი, ესენი
ჰაერშიც დავინახია!
აღარა მიჭირს, კარგად ვარ,
აღარაფრის მაქვს დარდია,
კარგი მაქვს წუთისოფელი,
კაი დროს დავიბადია.
აღარ მიჩხვლეტავს ეკალი,
ვეღარ დამიჭერს ბარდია.
თავისუფლად ჰყეფს არწივი,
ცელქობს მერცხალი მარდია.
მტერს დღე-ნაკლული ვეგონე,
მხედავს, რო გავიზარდია.
იჭედვის ტალად, სალს კლდედა
ოცნება მხდალი, მჩატია.
სიმართლემ ჯაჭვი ჩაიცვა,
აზრმა დაიდგა ტახტია.
მას წარბს ვერ უხრის მუქარა,
თოფ-ზარბაზანი, ლახტია.
სანაგვეზედა ნაგდები
დღეს სამლოცველო ხატია.
კარგად ვარ, წყლული მირჩება,
აღარაფრის მაქვს დარდია.
კარგი მაქვს წუთისოფელი,
კაი დროს დავიბადია.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.