დედის სიზმარი
Настройка шрифта
დედასა სძინავს… ვაი იმ ძილსა:
გულის სიღრმიდან ამოსდის კვნესა,
ჰხედავს სიზმარში, რომ მისი შვილი
პირსისხლიანი წევს ბრძოლის ველსა.
თავს დასტრიალებს ფრინველთა გუნდი,
დაჰყრანტალებენ ყორან-სვავები;
სხდებიან კიდეც მოკლულის ლეშზე,
უნდათ დასთხარონ ჭაბუკს თვალები,
გაუპონ მკერდი, ზედ ინავარდონ,
არ შეიწყალონ გმირის მკლავები.
იკივლა დედამ, ზე წამოიჭრა,
თვალებს აფეთებს, გავარდა კარში,
ასქდება ხესა, აწყდება ქვასა,
გზას როდი ირჩევს, შეიჭრა წყალში.
„ვაიმე, შვილო!“ ჰბოდავს და მოსთქვამს,
თან მუშტებს იშენს პირში და თავში.
და იმ დღიდანა დარბის მთა-ბარად,
აღარ დაბრუნდა ელენე სახლში.
„ქიტუას დედა გაგიჟებულა!“
მეორე დღესა ხმა იყო ხალხში:
„დიდი ხანია მაგ უბედურსა
ალ-ქაჯებთანა კავშირი ჰქონდა“.
ამას ამბობდენ. აი რა სასწვრით
ერი უბირი დედის გულს სწონდა!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/dedis-sizmari/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.