Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

მიკვლევა

კიდევაც მეკვლედ მოვდივარ,
თუკი კეთილად დასცადეთ
ჩემი მოკვლევა... მოლოცვით
თუკი კეთილი რამ ჰნახეთ.
ან რა ვქნა საწყალობელმა,
ათასი ხერხი გაცადეთ?!
მაინც თქვენ ყეინები ხართ,
მე მაჩანჩალად გამხადეთ.
თქვენ ტანთ ქურქები მოისხით,
მე ჩოხის-ძველაც გამხადეთ...

არ გემდურებით, არცა მწყინს,
მაინც კეთილი მწყურია..
სამშობლოს მაჯის ცემისკე
ფხიზლად მიჭირავს ყურია:
მისთვის, თუკი რამ მებადა,
არცა-რა დამიშურია.

მე ჩემს ზნეს მაინც არ მოვშლი,
მკვიდრად ვიდგები მაინცა,
თუნდა ამბავიც მოვიდეს:
„მართალთ სამყოფი დაიქცა!"
თუნდ ჩემ საომრად ამხედრდეს,
სულდგმული არი რაიცა;
თავზე დამატყდეს ლოდებად
ათი ათასი ვაიცა, -
ვერ გათქმეინებთ იმასა:
„ბრძოლის ველიდან გაიქცა!“

ეგებ დაგჩემდესთ თქვენც ეს ზნე,
თქვენაც ამ გზაზე იაროთ,
თქვენის კაცობის ნასახი
სხვასაც რამ გაუზიაროთ.
ამიტომ ავხირებულვარ,
მეკვლედ მოვდივარ ძალადა:
კეთილი ზრუნვა და ფიქრი
რად ჩამეთვლება ბრალადა?
რის ქმნად თავს მოვალედა ვრაცხ,
თქვენაც დაგედვასთ ვალადა!..
ვინც არ იწამებს კეთილსა,
იქცეს მიწად და წყალადა!
ან თუ ნაჩხატის ჯოყრადა,
ძროხების საჭმელ ჩალადა!
გაიმსჭვალენით კეთილით
სისხლით, ხორცით და ძვალადა!...

ძილი გაშოროსთ ხანგრძლივი,
სიფხიზლე მოგცესთ მრავალი.
სიზმრადამცა გაქვთ ქცეული
ჩვენი თავგადასავალი:
მტრისათვის მტრობა ორკეცი,
მოკეთისათვის - ნუგეში;
ვახტანგ-დავითთა ანდერძი,
ჩაკერებული უბეში.
ნუმც ვნახავ თქვენგან ნურავის
გვერდზე მწოლარეს წუმპეში.

ისემც გასწურთნით თავისთავს,
საამო იყვნეთ ღვთისადა;
რომ იმის ლოცვა-კურთხევით
საშიშნი გავხდეთ მტრისადა.
ზენართა გრძნობათათვისა
გუნებამცა გაქვთ ძლიერი.
მუდამამცა ხართ, მუდამამც,
სიმართლისათვის მშიერი.

კარგის გაგებამც გექნებათ
და სიძულილი ავისა.
გიყვარსთმცა კარგი ყველასა,
სხვისა იყოს თუნდ თავისა.
დიდთა და მცირეთ სულ-გული
ია-ვარდითამც ჰყვავისა.
ბულბულსამც ჰნახავთ მგალობელს
იქ, სად ყვავები ჩხავისა.
წარსული, გულს ჩაჭდეული,
გაქვთ აწმყოს მანათობელი
და მომავალიც ბრწყინვალე -
სულ-გულის გამათბობელი.
აგშორდესთ შური ერთურთში,-
ეგ ჩვენი დამამხობელი!

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.