Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

სიყრმიდან საიქიოსთან

(სიმღერა)

სიყრმიდან საიქიოსთან
დამკვებებია კავშირი,
მიტომ მდის ცრემლი უშრობი,
გულზე წამესო ნახშირი.
წარსულნი ამა სოფლითა
დღესაც მოდიან, მხედავენ,
სწირავენ მყუდრო სადგურსა,
ცოდვილთან მოსვლას ჰბედავენ.
მოდიან ბრაზ-მორეულნი,
კბილით რკინასა ჰკვნეტავენ, -
ვაჟკაცნი, ღვაწლით მოსილნი,
შარავანდედით მკობილნი,
მკერდ-სისხლიანი გურჯები,
თავდადებულად ცნობილნი,
ცოცხლების მოსაშველებლად
მკვდრებიდან გამოყოფილნი.

თვალცრემლიანებს რომ ვხედავ
ამ ფაფარ-აშლილს ლომებსა,
სიცოცხლე მიჩანს ჩალადა,
ალმური ამდის ლოყებსა.
განცხრომა, დიდი ქონება
ქცეულიმცაა მტვერადა!
ოცნების მორევში ვცურავ,
ვდგევარ, ვუყურებ შტერადა.
თურმე ღმერთს კარზე მიუხდნენ,
გაგვაცოცხლეო - ჰყვირიან, -
გვაჩვენე საქართველოვო, -
უფლის წინ თურმე ჩივიან.
ღვთისგან უარის მიმღებნი
მოვლენ, მე შემომტირიან:
გვწადს ბრძოლა, გვწადსო სიკვდილი
მეორედ, ბრძოლის ველადა.
მე ბეჩავს, იმათ მნახველსა,
ცეცხლი მედება მწველადა.
როცა იმათი გულ-მკერდი,
სახე პირქუშად მჩინარი,
ამეყუდება თვალწინა
მრისხანე, გაუცინარი
და ტანი ტურფად ნაჭედი,
აწვდილი, როგორც ჩინარი, -
მინდა მეც თავი მოვიკლა,
ცრემლები მარჩობს მდინარი.

მინდა, რომ იმათ ვუცქირო
და ზედ დავადნო თვალები.
მიყვარს მე გრძნობა მაღალი
და მოამაგე მკლავები.
მიყვარს, ვინც მოკლა სიკვდილი,
მადლის ქმნით ხვეჭა სახელი.
გაუქრობელი ყოფილა
ქვეყნად იმისი სანთელი.

მოვლენ და წავლენ, ამრიგად
ჰქრება ჩვენება-სიზმარი.
გავხედავ აღმოსავლეთსა,
ამოჩენილა ცისკარი.
სჩანს, რომ თენდება. რისთვისა?
ვუცქერ ხალხს, ვუცქერ ველებსა,
დავიქვითინებ, თვალებზე
მყის მივიფარებ ხელებსა.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.